ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა – ლევან მეხუზლა

ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა – ლევან მეხუზლა

„ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა“ – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებლები შენარჩუნებულია. საერთაშორისო ბაზრებზე წითელ ღვინოზე მაღალი, ხოლო თეთრზე დაბალი მოთხოვნა კი ქვეყანაში რთველის პროცესზე ახდენს გავლენას, რაც სახელმწიფოს მხრიდან თეთრი ყურძნის სუბსიდირებაში გამოიხატება.

„ღვინის ექსპორტი ამ ეტაპისთვის სტაბილურია, მიუხედავად ომისა, ვინარჩუნებთ შარშანდელ მაჩვენებელს, რაც ვფიქრობ, ობიექტური მიზეზების გამო, კარგი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ორციფრიანი ზრდა იყოს, ამ ეტაპზე გასული წლის ექსპორტის შენარჩუნებაც კარგი მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა, რაც აისახება კიდეც რთველზე.

ბოლო წლების განმავლობაში საფერავის ჯიშის ყურძენი სახელმწიფოდან ჩარევის გარეშე ბარდება. თეთრი ჯიშის ყურძნები კი, რომელიც ძირითადად მაღალალკოჰოლური საბრენდე სპირტის დასამზადებლად გამოიყენება, სამწუხაროდ, იმდენად მოთხოვნადი არ არის. ომმა ამ კუთხით პირდაპირი გავლენა იქონია, რამეთუ ჩვენი საბრენდე სპირტის უმეტესი ნაწილი უკრაინაზე იყო მიბმული. სწორედ თეთრ ყურძენზე მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა და ამიტომ თეთრი ყურძნის სუბსიდირება დაგვჭირდა“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 8 თვეში, ქართული ღვინის ექსპორტი 1.2%-ით გაიზარდა და ჯამში ექსპორტზე 146.4 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. აღსანიშნია, რომ ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე რუსეთში ღვინის ექსპორტი ამ პერიოდში 8.8%-ით გაიზარდა, უკრაინაში კი 58.6%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…